თამაშები და აქტივობები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის
„თამაშები და აქტივობები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის“ წარმოადგენს სახელმძღვანელოს მშობლებისა და აღმზრდელებისთვის, რომელშიც მოცემულია რჩევები და თამაშები სკოლამდელი ასაკის ბავშვების მრავალმხრივი განვითარებისთვის. წიგნში მოცემული აქტივობები და რეკომენდაციები ეფუძნება სკოლამდელი ასაკის სწავლისა და განვითარების სტანდარტებს. სახელმძღვანელოში აქტივობები დაყოფილია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და მოიცავს შემდეგ თემებს: „წიგნები და ანბანი“, „ხელოვნება“, „მუსიკა და მოძრაობა“, „ყველაფერი ჩვენს შესახებ“, „პატარა მზარეული“, „სამაგიდო თამაშები“ და სხვ.