TheDadLab შემეცნებითი ვებგვერდი სკოლამდელებისთვის
კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მშობლებისთვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის საგრძნობლად შეიცვალა არა მარტო მათი ყოველდღიურობა, არამედ წვდომა განათლებასა და ხარისხიან სასწავლო რესურსზე. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ალბათ, ყველა ჩვენგანს უჭირს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სახლის პირობებში გასართობი და შემეცნებითი აქტივობების შეთავაზება.
წარმოგიდგენთ შემეცნებით საიტს TheDadLab და მის შემქმნელს სერგეი ურბანს, ორი მცირეწლოვანი ბიჭის, 6 წლის მაქსის და 8 წლის ალექსის მამას, რომლსაც უყვარს შვილებთან ერთად დროის გატარება და მათი სწავლება, თუ როგორ უნდა იფიქრონ შემოქმედებითად გართობის დროს. სერგეი შვილებთან ერთად ატარებს ექსპერიმენტებს ყველაზე მარტივ სამეცნიერო აქტივობებზე, სახალისო საგანმანათლებლო სათამაშოებზე, საამშენებლო ნაკრებზე, ხის სათამაშოებზე, აქტივობების წიგნებსა და ქაღალდის შემოქმედებით ხელნაკეთობებზე (ორიგამი). მის მიერ სოციალურ სივრცეში გაზიარებული აქტივობები და თამაშები არ მოითხოვს დიდ რესურს, ძალისხმევასა და დროს.
სერგეის სახალისო და შემეცნებითი აქტივობები შეგიძლიათ იხილოთ როგორც ვებგვერდზე thedadlab.com, ისე YouTube, Facebook, Instagram და Twitter გვერდებზე.