“ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევი” წარმოადგენს იუნისეფის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოს. გზამკვლევში მოცემული თემები საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდის სტანდარტებს ეფუძნება. სტანდარტის გზამკვლევი შედგება 8 თავისგან და მოიცავს შემდეგ თემებს: უსაფრთხოება და დაცულობა, კურიკულუმი და მეთოდოლოგია, ფიზიკური გარემო, ურთიერთობა, საგანმანათლებლო პროცესი, ოჯახისა და თემის მონაწილეობა, ინკლუზიური განათლება, მართვა და შეფასება.
სახელმძღვანელოში მოცემული რეკომენდაციები და რეალური მაგალითები, ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების დირექტორებს, მეთოდისტებს, საგანმანათლებლო პერსონალსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს დაეხმარება სკოლამდელ დაწესებულებებში თანამედროვე მიდგომების დანერგვაში.
კომენტარები