დედამიწაზე გახშირებული ეკოლოგიური კატასტროფების და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხის ფონზე ამ დღისადმი ყურადღება და ინტერესი სულ უფრო იზრდება.
დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა. წინ კი უძღოდა 1969 წელს სანტა–ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრა, რასაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. მაშინ ამერიკელი სენატორის, გეილორდ ნელსონის საჯარო მოწოდებას დაეცვათ დედამიწა 20 მილიონი ადამიანი შეუერთდა. დღეს კი დედამიწის დღე ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა მსოფლიოში, რომელსაც უკვე მილიარდობით ადამიანი აღნიშნავს 193 ქვეყანაში.
საქართველო აღნიშნულ კამპანიას 1990 წლიდან შეუერთდა.
დედამიწის დღის აღსანიშნავად მსოფლიოს ქვეყნებში ატარებენ სხვადასხვა ღონისძიებებს – რგავენ ხეებს, ასუფთავებენ გარემოს, აწვდიან საგანმანათლებლო პროგრამებს გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებაში ბავშვების და მოზარდების მონაწილეობა.
კომენტარები