“ვაქცინები გვაახლოვებს ერთმანეთთან” იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულის წლევანდელი თემაა. მსოფლიო იმუნიზაციის კვირეულს ყოველწლიურად აპრილის ბოლო კვირაში, 24-30 აპრილს აღნიშნავს, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
200 წელზე მეტია ვაქცინები გვიცავს დაავადებებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს და ხელს უშლის ჩვენს განვითარებას. ვაქცინების დახმარებით კაცობრიობამ დაამარცხა ისეთი დაავადებები, როგორიცაა ჩუტყვავილა და პოლიომიელიტი, რომლებიც მანამდე ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლეს იწირავდა, ვაქცინების დახმარებით მალე მთელი მსოფლიოს მოსახლეობა ბავშვობაშივე გათავისუფლდება სიცოცხლისთვის საშიში ისეთი ინფექციებისგან, როგორიცაა ტეტანუსი და წითელა. ინვესტიციები და ახალი კვლევები დღეს საშუალებას გვაძლევს დავნერგოთ ინოვაციური მიდგომები ვაქცინების წარმოებაში. მსოფლიო მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ვაქცინები დღევანდელი პანდემიის დროსაც დაგვეხმარება ისეთი სამყაროსკენ მიმავალ გზაზე, სადაც კვლავ ერთად ვიქნებით.
კომენტარები