მედიიდან მუდმივად “გვბომბავენ” სრულყოფილი სხეულების სურათებით, ყოველკვირეულად მორიგ საკვებზე გვეუბნებიან, რომ მისი ჭამა არ არის ჩვენთვის კარგი და სასარგებლო. ამას ემატება ჯანსაღი კვების და დიეტების ახალ-ახალი მოდური ტენდენციები. რა გასაკვირია, რომ მუდმივად ძალიან ვღელავთ იმაზე, რას მივირთმევთ. “მიირთვი რაც გინდას დღე” ამერიკელმა მსახიობმა თომას როიმ და მისმა მეუღლემ რუთმა შემოიღეს და ოფიციალურად დაარეგისტრირეს აშშ-ში, რომ მოგვიწოდონ ცოტა ამოვისუნთქოთ ამ ფორიაქიდან. ალბათ უკვე მიგახვედრათ დღის სახელწოდებამ მისი შინაარსი – “მიირთვი რაც გინდას დღე” არის დღე, როცა შეგიძლიათ არ ინერვიულოთ კალორიებზე და დაივიწყოთ დიეტები.
როგორ უნდა აღნიშნოთ “მიირთვი რაც გინდას დღე?” მიირთვით რაც გიყვართ და გახალისებთ, თუნდაც არასასარგებლო იყოს – ბურგერი ან პიცა, ნურც ნაყინის დესერტზე იტყვით უარს და რა თქმა უნდა პატარებიც გაახალისეთ მათთვის საყვარელი სასუსნავებით. ბოლოს და ბოლოს თუკი ეს წელიწადში ერთი დღეა…
კომენტარები