ჰიგიენის საკითხების სწავლება ეხმარება ბავშვებში თავის მოვლის უნარ-ჩვევების განვითარებას და ხელს უწყობს ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების გავრცელების პრევენციას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოვიდ 19-ის პანდემიისას, ასევე საყურადღებოა ზაფხულის სეზონის დაწყების წინ. ამასთან ასეთი უნარ-ჩვევები ბავშვისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების საწინდარიც არის.
წარმოგიდგენთ გზამკვლევს, რომელიც ბაგა-ბაღების აღმზრდელებისთვის ჰიგიენის საკითხების სწავლების დამხმარე სახელმძღვანელოა. მისი გაცნობა პატარების მშობლებისთვისაც საინტერესო და სასარგებლო იქნება.
ჰიგიენის და თავის მოვლის უნარ-ჩვევები – სასწავლო სტრატეგიები
კომენტარები