პოპულარული
რატომ მშობლის მრჩეველი?
თუ სკოლამდელი ან დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვი გყავთ, პორტალი „მშობლის მრჩეველი“ თქვენი საუკეთესო მეგობარია. აქ ერთადაა თავმოყრილი თქვენთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია ბავშვის აღზრდისა და განვითარებისთვის; ხოლო მარტივი და მოხერხებული საძიებო სისტემა საშუალებას გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად, მოსახერხებელ დროს ადვილად გაეცნოთ ამ ინფორმაციას.
ვერ გადაგიწყვეტიათ რომელ საბავშვო ბაღში მიიყვანოთ თქვენი პატარა? “მშობლის მრჩეველი” გთავაზობთ საქართველოში მოქმედი კერძო საბავშვო ბაღების ყველაზე სრულყოფილ ბაზას, რომელშიც მოცემულია ბაღების მდებარეობა, ფასი, პერსონალი, ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობა, კვება, ძილი, სწავლების რეჟიმი, საგანმანათლებლო კურიკულუმი, არის თუ არა ბაღი ინკლუზიური, აქვს თუ სპეციფიკური მომსახურება, დამატებითი სპორტული და სახელოვნებო წრეები, შენობის და ეზოს ფოტოები და ა.შ. თქვენ საშუალება გექნებათ გაეცნოთ სხვადასხვა საბავშვო ბაღების უპირატესობებს და ამასთან მოიძიოთ ის ბაღი, რომელიც აკმაყოფილებს კონკრეტულად თქვენზე და თქვენს ბავშვზე მორგებულ პირობებს.
რა თქმა უნდა თქვენ თქვენი ბავშვის ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე ზრუნავთ. „მშობლის მრჩეველი“ ადვილად გაპოვნინებთ მრავალფეროვან ინფორმაციას პატარებისთვის განკუთვნილი სახელოვნებო და სპორტული წრეების, ბავშვზე ზრუნვის დამხმარე სერვისების შესახებ. პატარასთვის საჭირო სხვადასხვა ეკოლოგიურად ჯანსაღი საკვებისა თუ სხვა პროდუქტის შეძენა გსურთ და არჩევთ რომელი და სად? “მშობლის მრჩეველი” ამ საკითხებზეც გაგიწევთ რეკომენდაციებს.
ჩვენს პორტალზე თავად მშობლებსაც აქვთ თავიანთი „ოთახი“, სადაც ბავშვის მოვლის საკითხებზე გაიღრმავებენ ცოდნას, დაესწრებიან სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებას, დაგეგმავენ შეხვედრას და გასაუბრებას ბავშვთა ფსიქოლოგთან თუ პედიატრთან.
“მშობლის მრჩეველი” მზრუნველი მშობლის არჩევანია.