24 თებერვალს გამართული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 1 მარტიდან აღდგება საბავშვო ბაგა-ბაღების ფუნქციონირება. პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, სააღმზრდელო პროცესს 1 მარტიდან განაახლებენ. სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირების ერთადერთ წინაპირობას 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირება წარმოადგენს.
იხილეთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები საბჭოს გადაწყვეტილება.
კომენტარები