პანდემიის მეორე ტალღის პირობებში გამკაცრებული რეგულაციები შეეხო როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღებს, რის შედეგადაც გასული წლის განმავლობაში კერძო საბავშვო ბაღების უმრავლესობა დაიხურა. კერძო ბაღების წინაშე მდგარი გამოწვევების საპასუხოდ 2020 წელს დაფუძნდა საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა–ბაღების ასოციაცია. ასოციაციის ძირითად მიზანს წარმოადგენს კერძო ბაღების ინტერესების დაცვა და საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციის გამარტივების ხელშეწყობა. ასოციაციას აქვს Facebook გვერდი სადაც პერმანენტულად ხდება უახლესი და საჭირო ინფორმაციის განთავსება.
საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა–ბაღების ასოციაციაში გასაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ კერძო ბაღს. იხილეთ სააპლიკაციო ფორმა.
კომენტარები