გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) 1946  წელს შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაციაა. იუნისეფი საქართველოში 1995 წლიდან მუშაობს და ეხმარება  საქართველოს მთავრობას ბავშვთა უფლებების დაცვასა და ბავშვის უფლებათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.

იუნისეფი 2016-2020 წლებში საქართველოში ახორციელებდა ეროვნულ პროგრამას შემდეგი პრიორიტეტებით: ჩვილ ბავშვთა სიცოცხლის შენარჩუნება და განვითარება, სოციალური დაცვა და ინკლუზია, მართლმსაჯულება ბავშვებისთვის და ბავშვის უფლებათა მონიტორინგი.

პრიორიტეტული სფეროებია:

  • ბავშვების დახმარება სიცოცხლის ადრეულ წლებში (ჩასახვიდან 6 წლის ასაკამდე) და ასევე მათი ოჯახების დახმარება ბავშვისათვის მზრუნველი გარემოს შესაქმნელად;
  • პროაქტიური, ბავშვზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემის შექმნა;
  • ხარისხიანი სკოლამდელი და დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა თითოეული ბავშვისთვის;
  • დაუცველი ოჯახების დახმარება ბავშვზე მორგებული სოციალური სერვისების მიწოდებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების სოციალური ინკლუზია;
  • ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნა;
  • აფხაზეთში მცხოვრები ბავშვებისა და ქალების დახმარება ხარისხიანი ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური მომსახურებების მიწოდებით და სხვ.

იუნისეფი საქართველოს ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ფონდის საქმიანობის 6 ძირითადი სფერო:

  1. ჩვილ ბავშვთა სიცოცხლის შენარჩუნება და განვითარება;
  2. სოციალური პოლიტიკა და ბავშვის უფლებათა მონიტორინგი;
  3. ბავშვთა დაცვა;
  4. განათლება;
  5. ახალგაზრდები;
  6. კომუნიკაცია სოციალური ცვლილებებისათვის.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ავტორიზაცია

დარეგისტრირდი

პაროლის აღდგენა

ახალი პაროლის შესაქმნელი ბმულის მისაღებად შეიყვანეთ ელ ფოსტა